სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2021-ში კომპანიების რეგისტრაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის, ბიზნესებს დრო 15 ოქტომბრამდე აქვთ, რომ მათთვის სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირდნენ. ამ დროისათვის ბიზნესისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურში უკვე დარეგისტრირდა 230 კომპანია, მათგან უმეტესობა - 115 საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის იბრძოლებს პირველობისთვის.

ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის ჟიური ისეთ კომპანიებს ელოდება, რომლებმაც 2021 წელს გამოუშვეს ახალი პროდუქტი ან დანერგეს ახალი მომსახურება, რითაც გაზარდეს მომხმარებლის რაოდენობა და გაყიდვები. ნომინაციაში ისეთი კომპანიებიც განიხილება, რომლებმაც უკვე არსებული პროდუქტის ან მომსახურების რებრედინგისა თუ მარკეტიგული კამპანიის შედეგად, შეძლეს ცნობადობის, მომხმარებლის რაოდენობისა და გაყიდვების გაზრდა.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიურის 5 წევრი გამოავლენს: მამუკა შურღაია, Silk Road Group-ის ფინანსური დირექტორი, ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი, ბრენდისა და პროდუქტის სპეციალისტი, ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის პარტნიორი, ლევან გიორგაძე, SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი და მიხეილ ხიდურელი, აწარმოე საქართველოს დირექტორი.

„პირადად ჩემთვის, საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება ბაზარზე, რამდენად ახლებურად დაგვანახებს მეწარმე პროდუქტს და ამა თუ იმ სერვისის მიღების საშუალებას, ზოგადად, რამდენად რელევანტურია შექმნილი პროდუქტი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს ზრდის პოტენციალი. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო იქნება ის პროდუქტი, რომელიც სიახლეა ბაზარზე და, ამავე დროს, აქვს გრძელ ვადაში განვითარების პერსპექტივა, - ამბობს ჟიურის ერთერთი წევრი ლევან გიორგაძე.

სხვა კრიტერიუმებს შორის, რომლითაც ჟიური იხელმძღვანელებს, იქნება: პროდუქტის ან მომსახურების აქტუალურობა, ღირებულების შექმნა, ზრდის პოტენციალი, ცნობადობა, ხარისხი და სანდოობა.

წელს ბიზნედაჯილდოების ნომინაციებში ბევრი სიახლეა, მაგალითად, დაემატა ორი ახალი ნომინაცია: საუკეთესო ბიზნეს თანამშრლობისათვის და რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის.

ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისათვის მონაწილეობა უნდა მიიღოთ, თუ თქვენმა ბიზნესმა 2021 წელს კოლაბორაცია განახორციელა სხვა ბიზნესთან. თუ გყავთ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთად განახორციელეთ ერთობლივი პროექტი, რომელიც დაგეხმარათ უკეთესი ბიზნეს შედეგის მიღებაში, შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა. საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობის შედეგები განისაზღვრება: გაყიდვების ზრდით, ცნობადობის ამაღლებით, პროცესების გამარტივებით, შესაძლო ფინანსური ან იმიჯური ზიანის თავიდან არიდებით, ერთობლივი პროექტით ჯილდოს მოპოვებით და სხვა.

ჟიურის წევრები ნომინანტებს ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ: პარტნიორი ბიზნესისთვის ღირებულების შექმნა და პროექტის გავლენა ბიზნეს შედეგებზე. ჟიური 4 წევრისგან შედგება: გიორგი ისაკაძე, Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი, ანი კვარაცხელია, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ლექვთაძე, EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი.

ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და .. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ, - ამბობს აკო ახალაია.

თუ ფიქრობთ რომ თქვენმა პროდუქტმა ან მომსახურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს რომელიმე რეგიონის განვითარებაში, შექმენით განსხვავებული გარემო, განავითარეთ ტურიზმი, ხელი შეუწყვეთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, გააჩინეთ მეტი ინტერესი თქვენი რეგიონის მიმართ ან განავითარეთ ინფრასტრუქტურა, მაშინ თქვენ რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ. სწორედ ასეთი ბიზნესების აღმოსაჩენად და დასაფასებლად შეიქმნა ნომინაციაც.

ვფიქრობ, უნდა გამოვავლინოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევს, აგრძელებს ტრადიციას, აცოცხლებს სოფელს და სხვა. წასახალისებელია ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც რთულ პირობებში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება ან ბიზნესები, რომლებსაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ”, - ამბობს დავით წიკლაური, USAID/საქართველო-ს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი.

დავით წიკლაურის გარდა ნომინაციას რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის კიდევ 4 ჟიურის წევრი შეაფასებს: ეკა ქათამაძე, GEC JS-ის პარტნიორი, გვანცა ირემაშვილი, UNDP-ის კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი და გვანცა მელაძე, Gateway&Partners Georgia- გენერალური დირექტორი.

ისინი შეფასებისას შემდეგ კრიტერიუმებს გამოიყებენ:

· რეგიონის ცნობადობის ზრდა

· რეგიონისთვის ღირებულების შექმნა

· ბიზნესის ავთენტურობა რეგიონთან მიმართებაში

· გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ბიზნესდაჯილდოება საზოგადოებას სთავაზობს, არის ორი ნომინაციის გაერთიანება, რაც მოხდა სტარტაპის და ინოვაციური პროდუქტის შემთხვევაში. წელს დაჯილდოება ინოვაციური სტარტაპის შექმნელებს ეძებს. ბიზნესდაჯილდოება, წაახალისებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.

„შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, იქნება ის, თუ რამდენად იყენებს კომპანია ციფრულ ტექნოლოგიებს. მეორე - ინოვაციური, ანუ არასტანდარტული მიდგომა. ანუ, როგორ იყენებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, როგორ შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ეს ხედვა გამოიყენოს ახალი პროდუქტის შექმნაში“, - ამბობს სანდრო ასათიანი, UniLab-ის დირექტორი, რომელიც ჟიურის ერთერთი წევრია.

შეფასების კრიტერიუმებიპროდუქტის ინოვაციურობა, ზრდის და მასშტაბირების პოტენციალი, ბიზნეს მოდელი, ღირებულების შექმნა და ინოვაციის ათვისების სიმარტივეომხმარებლისთვის. ამ კრიტერიუმების მიხედვით სტარტაპებს შეაფასებენ: მიხეილ წიკლაური, Apple-ის ტექნოლოგიური ლიდერი, ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, პავლე მგელაძე, Amazon, რევერსული ლოჯისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ჩეჩლაშვილი, ტექნოლოგიური ანტრპრენერი და დიანა კიღურაძე, VISA, კავკასიის რეგიონალური მენეჯერი.

თანამედროვე სამყაროში ბიზნესს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია იმ საზოგადოების და გარემოს მიმართ, რომელშიც საქმიანობს. ამიტომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თუ გაქვთ ისეთი ბიზნესი, რომელიც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავს გარემოზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, მიიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოებაში და მიიღეთ ჯილდო ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

ამ ნომინაციის მონაწილე კომპანიებს შეაფასებენ: ნანა ჯანაშია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი.

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები თიბისგან სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა სჭირდებათ მათ განვითარების ამ ეტაპზე: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი თუ საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

რეგისტრაციის დასრულებამდე კი 3 დღე რჩება, თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნომინანტი, დარეგისტრირდით ვებგვეზე: www.businessaward.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100