სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას, განსაკუთრებით ძვირად ღირებულ ნივთებზე. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. მშობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

კურო
განსხვავებული გემოვნების გამო მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტური. სხვა დღისთვის გადადეთ იმიჯის, სტილის შეცვლა, პაემანი.

ტყუპი
ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ, მშვიდად იყოთ. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს ეჭვიანობა, შური, ფული.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების პარალელურად საყვარელ ადამიანთანაც იკონტაქტეთ. დღეს შეიძლება ზედმეტად გაანებივროთ ბავშვები. გაარკვიეთ, გარშემო მყოფებს გულწრფელად უყვარხართ თუ რაღაცის გამო?..

ლომი
არჩევანი უნდა გააკეთოთ კომფორტულსა და მოდურს შორის. საკუთარ თავზეც უნდა გაწიოთ ეკონომია, თვის ბოლოს ვალებში რომ არ გადავარდეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან.

ქალწული
ზედმეტად ხომ არ ნერვიულობთ წვრილმანებზე? მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნუ იქნებით ზედმეტად ჭირვეული.

სასწორი
ნუ დაარღვევთ წესებს. დღეს დილით სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და თუ საჭირო გახდა, მკაცრი შეზღუდვაც დაუწესოთ საკუთარ თავს. ნუ დახარჯავთ ფულს ფუფუნებაზე.

მორიელი
მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. ეცადეთ, საქმიან პარტნიორზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ. მოერიდეთ რომანის გაბმას კოლეგასთან. თქვენ იმდენი ძალა და უნარი შეგწევთ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდებით ყველა დაბრკოლებას.

მშვილდოსანი
შეიძლება მოგთხოვონ ძველი ვალის დაბრუნება, დანაპირების შესრულება. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ აიღებთ კრედიტს. საყვარელ ადამიანზე უსაფუძვლოდ ნუ იეჭვიანებთ.

თხის რქა
მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას და უსარგებლო ნივთების შეძენას. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდა-განათლებას. ნუ გარისკავთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ნდობით.

მერწყული
მეტად იზრუნეთ საკუთარი სურვილების, მიზნების ასასრულებლად. სამსახურის საქმეები დროზე დაასრულეთ, რომ საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ.

თევზები
დღეს რუტინული ვალდებულებები გვერდზე უნდა გადადოთ და შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ ან ისეთი საქმეები შეასრულოთ, რომლებიც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. კოლეგებთან ფლირტი და შვებულებაზე ოცნება არ გეკრძალებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100