სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოზარდების დაჭრა წითელ ბაღთან - 35-ე სკოლის მეთორმეტეკლასელებს ჭრილობები გულმკერდის არეში აქვთ მიყენებული

35-ე სკოლის ორი მოსწავლე რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოზარდს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა მხარეს.
მეთორმეტეკლასელი მოზარდები წითელ ბაღთან გუშინ საღამოს დაჭრეს. სისხლიანი დაპირისპირების სავარაუდო მიზეზებზე დღეს თავად 35-ე საჯარო სკოლაში საუბრობენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი დაესხა, მცირე დაპირისპირების შემდეგ კი მათ მე-12 კლასელებს ჭრილობები მიაყენეს.
თბილისის 35-ე საჯარო სოკოლის დირექტორის განცხადებით, დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მიხეილ ჩიკვილაძე შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა კამერებმა აღბეჭდა.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100