სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედოფალმა ელიზაბეთ II-მ მეგან მარკლი აიძულა, კვერცხუჯრედები გაეყინა

როგორც უცხოური ყვითელი პრესა წერს, სასეკსის ჰერცოგინია ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკაში იწვა. მან დედოფალ ელიზაბეთ II-ის რჩევით, კვერცხუჯრედები გაყინა.


თუ ჭორებს დავუჯერებთ, სამეფო ოჯახი მეგანის ასაკიდან გამომდინარე ფიქრობდა, რომ 37 წლის ჰერცოგინიას დაორსულება გაუჭირდებოდა, ამიტომ თავი დაიზღვიეს და კვერცხუჯრედების გაყინვა აიძულეს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივად ვერ დაორსულდება, ხელოვნური გზით მოახერხონ ბავშვის ყოლა.

"მეგანი შოკში იყო, როდესაც ის აიძულეს, ნაყოფიერებაზე ტესტი ჩაეტარებინა, თუმცა მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დედოფალი ქორწინების კურთხევას არ მისცემდა" - ანონიმურად განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა. ჟურნალისტებმა მოიძიეს ექიმები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ამ პროცესთანდა მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ პრინცი ჰარის მეუღლის კვერცხუჯრედები მათ კლინიკაში ინახება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100