სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველომ გააოცა გულშემატკივარი, როდესაც, მოულოდნელად, 18 წუთის თავზე დაწინაურდა - BBC Sport

"თავის პირველ დიდ ტურნირზე თამაშისას საქართველოს მოუწია ესპანეთისგან ზეწოლა მიეღო ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მათ გააოცეს ის ხალხი, რომლებიც კიოლნის სტადიონზე მათ გულშემატკივრობდა, როდესაც, მოულოდნელად, 18 წუთის თავზე დაწინაურდნენ", - ასე აღწერს გუშინდელ მატჩს BBC Sport.

BBC Sport საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს დადებითაც აფასებს და მეკარის კარგ თამაშს გამოყოფს.

ესპანეთის მცველმა რობინ ლე ნორმანდმა ოთარ კაკაბაძის ხვეული პასით საკუთარ ბადეში გაიტანა გოლი და დაასრულა დამანგრეველი კონტრშეტევა და გააჩუმა გულშემატკივრები.

სათადარიგოზე მჯდომი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც იმ დროს ხურდებოდნენ, მოულოდნელად, მიცვივდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გოლს მოედვის კუთხეში ზეიმობდა.
ამ ფაქტმა თავდაჯერებულობა გაზარდა საქართველოში, მაგრამ ესპანეთის ზეწოლამ შედეგი გამოიღო, როცა მანჩესტერ სიტის ბოდრიმ გიორგი მამარდაშვილის კარის კუთხეში ბურთი შეაგდო, რომელმაც, კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში აჩვენა," - წერს BBC Sport.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100