სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული"

თამარ ჩუგოშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით და მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

არსებობს შეფასებები, შედარებები და ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათთან შედარებითაც კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის მუდმივი პროცესი . ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის პროცესი სულ უნდა დახვეწონ იმისათვის, რომ ებრძოლონ კორუფციას. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში , რომ ინსტიტიციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის იყოს კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტურ, ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა.

პოლიტიკოსი ქალების მიმართ აგრესიაზე- საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია ხდება ხშირად თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით , როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია , მაშინ როგორც სჩანს იზრდება აგრესია და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არაა და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის.

ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ , რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება , როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება არ ნიშნავს რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცვმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის ხშირად განსაკუთრებით მაღალი. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია და ეს უნდა დასრულდეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100