საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები ოთხშაბათს გუდარუში ქარბუქს და ტემპერატურის -20 გრადუსამდე დაცემას პროგნოზირებენ. უხვი ნალექი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. თბილისში კი პირველი თოვლი ხუთშაბათს არის ნავარაუდევი. დღეიდან მთელი კვირის განმავლობაში ძლიერი ქარი იქროლებს საქართველოს დედაქალაქში 25-მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით -7 გრადუსამდე დაეცემა.
კომენტარი