სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად ცხოვრობს სანდრა რულოვსი სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?

ყოფილი პირველი ლედი საქართველოში დარჩა და თბილისის ცენტრში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. ერთადერთი განსხვავება მის და რიგითი მოქალაქის ბინას შორის, სახლთან მდგომი სახელმწიფო დაცვის ორი-სამი თანამშრომელია. საქართველოს კონსტიტუციით ასეა განსაზღვრული.

„ხალხს უკვირს როცა მხედავენ, ჰგონიათ, წასული ვარ, – ამბობს პირველი ლედი სიცილით, – იბნევიან, არ იციან – ფოტო გადაიღონ, გამამხნეონ, კითხვები დამისვან, შემაქონ, რომ მამაცურად დავრჩი, მადლობა გადამიხადონ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში ვაკეთე, თუ უბრალოდ დაინტერესდნენ, რატომ არ „მივეთრევი აქედან". ამ ემოციებს შორის არიან გაჭედილნი და ეს მათ სახეებზე იოლად იკითხება.

8 წლის ნიკუშასთვის მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერობის წლები საქართველოში გაატაროს და აღიზარდოს ისე, როგორც რიგითი ქართველი. ვფიქრობ, ნიკოლოზისთვის კატასტროფა იქნება, უცებ რომ მოუწიოს სხვა ქვეყანაში გადაბარგება, სხვა სკოლაში სწავლა, მეგობრებთან კავშირის გაწყვეტა" - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ ჟურნალ ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100