სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმის კომენტარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ილია მეორეს თოდუას სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდა.

უწმინდესის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, გამოკვლევის პასუხები დამაკმაყოფილებელია და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ილია მეორე უკვე დაბრუნდა საპატრიარქოში.

„გამოკვლევებზე ვიყავით, გეგმიური გამოკვლევები ცოტა წინ გადმოვწიეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგი მონაცემებია. თვითონაც თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევისთვის მისულები ვიყავით და წამოვედით, უკვე სახლში ბრძანდება. თვითონ გაცილებით კარგად გრძნობს თავს. მსუბუქი მკურნალობა გრძელდება ბრონქიტის გამო და დანარჩენი ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. ძალიან დადებითი დინამიკაა, მკვეთრად გამოხატული,“ - განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100