სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველაზე საკრალური ციფრი“ – 20 ციტატა 30 წლის ადამიანების შესახებ

30 წელს მიახლოებული უამრავი ადამიანი თვლის, რომ ახალგაზრდობის ასაკს ნელ-ნელა ემშვიდობება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ცხოვრება რეალურად ამ ასაკიდან იწყება.

წარმოგიდგენთ 20 ყველაზე შესაფერის ციტატას 30 წლის ადამიანებისთვის:

„ყველაზე რთული მოზარდობის ასაკი 30-დან 40 წლამდეა“ - ანდრე მოურა.

„როდესაც ქალი უახლოვდება 30 წელს, ის იწყებს თავისი ასაკის დავიწყებას, ხოლო 40 წლისას საერთოდ აღარ ახსოვს რამდენი წლისაა“ - ნინონ დე ლანკლო.

„ქალები, რომლებიც 30 წელს გადასცდნენ, საოცრად ლამაზად და დახვეწილად გამოიყურებიან, ხოლო მამაკაცები, რომლებიც 30 წელს გადასცდნენ, საკმაოდ მოხუცები არიან იმისთვის, რომ ეს შეამჩნიონ“ - ჟან-პოლ ბელმონდო.

„არ დაუჯერო მათ, რომელთა ასაკიც 30 წელზე მეტია“ – 1960-ანი წლების კონტრკულტურის ლოზუნგი.

„ნორმალური ქალის ბიოგრაფია - 30 წლამდე ქრონოლოგია, 30 წლის შემდეგ მითოლოგია“ - დონ ამინადო.

„ჩემი გემოვნების მიხედვით, ქალი ყველაზე სასურველი 35 წლის ასაკშია. მათ საკუთარ თავზე ბევრი რამ იციან, ეს კი საკმაოდ მაცდური ფაქტორია“ - პირს ბროსმანი.

„ის ჯერ კიდევ 35 წლისაა მას შემდეგ, რაც 40 წელი შეუსრულდა“ - ოსკარ უაილდი.

„როდესაც 13 წლის ხარ, გინდა, რომ თავისუფლად დალიო ლუდი, ხოლო როცა 30 წელს გადასცდი, გსურს, რომ ბარმენმა პირადობის მოწმობა შეგიმოწმოს“ - კერი ბრედშოუ (სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირი).

„რაც თავი გვახსოვს, სამანტა (გმირი სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“) ყოველ წელს თავისი 35 წლის იუბილეს აღნიშნავდა“ - კერი ბრედშოუ (სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირი).

„მე 30 წლის ვარ... ხუთი წელია გამოვედი იმ ასაკიდან, რომ თავი მოვიტყუო და ამას პატიოსნება ვუწოდო“ - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.

„30 წლის ზემოთ მსახიობები მშობლების როლის შესრულებას იწყებენ და ეს ბუნებრივი პროგრესი ჰგონიათ. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ამ ასაკში, ისე როგორც არასდროს, უფრო ძლიერდები და სასურველი ხდები“ - ჯოდი ფოსთერი.

„სხეული ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფება 30-35 წლის ასაკში“ - არისტოტელე.

„თუ 20 წლის ასაკში კომუნისტი არ ხარ, ესე იგი შენ გული არ გაქვს. თუ 30 წლის ასაკში კაპიტალისტი არ ხარ, ესე იგი ტვინი არ გქონია“ - ჯორჯ ბერნარდ შოუ.

„35 წელი მზაკვრული ასაკია - როდესაც ბოლოს და ბოლოს ტვინი იწყებს მუშაობას, სხეული ამ დროს იშლება“ - კარინ ლეში.

„30 წლის ასაკში ჩვენ მეგობრების გარემოცვაში გვინდა ყოფნა, ხოლო 40 წლის ასაკში უკვე ვხვდებით, რომ ისინი ისე ვერ დაგვეხმარებიან, როგორც სიყვარული“ - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.

„ოცი წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ვიცოდი, ოცდაათი წლის ასაკში მივხვდი, რომ არაფერი მცოდნია. ათი წელი დავხარჯე იმაში, რომ მეღიარებინა, თურმე არ ყოფილა ისე, როგრც მე მეგონა“ - ფრედერიკ ბედბეგერი.

„როდესაც 30 წელი გისრულდება, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება - ხვდები, რომ ისე იქცევი, როგორც შენი მშობლები“ - ბლერ საბოლი.

„ეს ყველაზე აღსანიშნავი მომენტია ჩემს ცხოვრებაში - მე ნამდვილი ქალი ვხდები და საკუთარი თავის თვითრეალიზება სხვა კუთხიდან შემიძლია“ - ბიონსე.

„ეს ასაკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბევრი ახალი თვისება გამოვავლინე ჩემში. აუცილებელია ხშირად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მიუძრვნა საკუთარ თავს დღეში 15-30 წუთი მაინც“ - რიზ უაიზერსპუნი.

„რაც მას 30 წელი შეუსრულდა, ძალიან უცნაური გახდა. თითქოს ამ ქალში ორი პიროვნება ცხოვრობდა - ერთი ცივი გონებით მოაზროვნე, მეორე მგრძნობიარე გოგონა. ერთი განიცდიდა, მეორეს აღარ სურდა ტანჯვა“ - ონორე დე ბალზაკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100