სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში რიგით მე-2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში მრავალი სახალისო და სამეცნიერო ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სახალისო ექსპერიმენტებში, იმოგზაურონ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში, დაეწრონ სახალისო სამეცნიერო შოუს ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით, დაესწრონ გამოფენებს, პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს.

ფესტივალი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და მკვლევარ-მეცნიერებისთვის. ფესტივალი 17-23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო პავილიონის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. 24 ოქტომბერს კი ფესტივალი ვაკის პარკში გადაინაცვლებს, სადაც დამთვალიერებლებს სამეცნიერო პიკნიკი დახვდებათ. 25-ში ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დაიხურება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: www.facebook.com/scienceandinnovationfestival

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100