ზოგისთვის ფეხების აწევა უფრო ადვილია, ვიდრე ნამცხვრების ცხობა ანუ ქალი, როგორც სექსუალური მოხმარების საგანი
ქართველი კაცის (და არა მხოლოდ) თვალში ქალები სხვადასხვა სახის მოხმარების საგნებს წარმოადგენენ. არსებობენ საყოფაცხოვრებო მოხმარების ქალები, როგორც მაგალითად დედა, და ან ცოლი. ამ უკანასკნელს მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანისა და მზარეულის გარდა, ერთი საკრალური ფუნქციაც აქვს – მომავალ დედად მოიაზრება. ტექნიკური ენით, ჭურჭელს წარმოადგენს. ჭურჭელმა ქმრისა და საკუთარი გენეტიკური მასალით ნაყოფი უნდა გამოზარდოს და ამიტომ სხვა კაცის მიერ ”წაბილწული” არ უნდა გახლდეთ. პატრიარქალურ საზოგადოებებში კაცის სექსუალობა ბუნებრივად აქტიურ – რთულად დასაოკებელ და გასამკლავებელ – ფენომენად ითვლება, ხოლო, ქორწინებამდე სექსს ამრეზით უყურებენ. ამიტომ, პენისით დაბადებულ ინდივიდებს მწვანე შუქი უნათებთ გზას “იმის” დასაკმაყოფილებელი საგნის ძიებასა და მოხმარებაში.
[learn_more caption=”მეტის ნახვა”] მაშ ასე,
წარმოიშობა
კიდევ ერთი კატეგორია –
სექსუალური
მოხმარების
“საგანქალები”,
რომლებიც თავის მხრივ გათხოვილ ან გაუთხოვარ საყვარლებად, ახალგაზრდობაში
”გაფუჭებულ”
გოგონებად
(რომლებიც
ძმაბიჭებში
ხშირად
”უფასო
ბოზების” რეპუტაციით სარგებლობენ ) და, რა თქმა უნდა, კომერციულ სექს მუშაკებად იყოფიან.
კომერციული
სექსი და მისი აქტუალურობა ჩვენთან აქსიომატურია. ის ღრმადაა ჩამჯდარი ქართველი მამაკაცის ცნობიერებასა და ლექსიკაში. ქალები ამ საკითხზე იშვიათად იღებენ ხმას. ხანდახან სირცხვილის გამო ინარჩუნებენ დუმილს, ხან კი გულგრილობის გამო, ხანაც თვლიან რომ ”კაცის საქმეში” ჩარევის უფლება არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სულაც არ უნდა გვაკვირვებდეს, თუ კომერციული სექსის ლეგალიზებაზე მიმდინარე ”დისკუსია”
მამაკაცებს
“მიჰყავთ”.
მათ კი დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ, თუ როგორი სახით სურთ პროსტიტუციის არსებობა ჩვენს ქვეყანაში. რომ სურთ, ფაქტია.
სამოც წელს მიღწეული კაცები, რომლებმაც საკუთარი წილი ”რესტორნები” და ”აბანოები” უკვე მოიარეს, ახლა უკვე მშვიდად აძლევენ თავს პოპულისტური გულწრფელობით საზოგადოებას საკუთარი ”ცოდვების” გაცხადების უფლებას. იქვე, დამძიმებული ტონით აგრძელებენ “მსჯელობას” პროსტიტუციის ამორალურ ბუნებასა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე. ახალგაზრდა მამაკაცები კი, რომელთაც , სავარაუდოდ , პარტნიორის მოძებნა არ უნდა უადვილდებოდეთ, ან უბრალოდ ისეთი ფეტიშები აქვთ, რომლებსაც შთამომავლობის კონტეინერად მოაზრებულ წმინდა ჭურჭელს (ცოლს ან საცოლეს) ვერ აკადრებენ, პროსტიტუციას ბრძოლას მეტად საინტერესო მანერით უცხადებენ. მათი აზრით, ვინც სიმართლისთვის თვალის გასწორებას გაბედავს, აუცილებლად უნდა ხვდებოდესეს, რომ ”ადამ და ევას დროიდან არსებულ” ამ პროფესიას ვერავინ გააქრობს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევეცადოთ სექს მუშაკების რაოდენობა შევამციროთ, რათა ისინი მხოლოდ ”საჭირო დოზით” არსებობდნენ. დავაწესოთ სექსმუშაკების ქვოტები, აცხადებენ ისინი!
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს დაცული და დაუცველი კომერციული სექსის საკითხიც. ზოგიერთში აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს , რომ ქართველი სექს-მუშაკები კლიენტებს დაუცველ სექსუალურ მომსახურებაზე თანხმდებიან. მაგრამ, რა ვუყოთ “რეზინი რომ არ ევასება” იმ მოძალადე კლიენტებს, რომლებიც ფინანსური ან ფიზიკური ბერკეტებით აიძულებენ სექს-მუშაკებს დაუცველად კავშირის დამყარებას? თუ ქართველი კლიენტი მამრების უმრავლესობა სექსუალური ჰიგიენის და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე სასტიკ უარს აცხადებს, რა ბერკეტი აქვთ ქართველ სექს-მუშაკებს ასეთ შემთხვევაში? საერთოდ თქვან უარი შემოსავლის ხშირად ერთადერთ წყაროზე? ზოგი გაჰყვირის, რომ სურს ”სუფთა, მოწესრიგებული და შემოწმებული” სექს მუშაკების მომსახურებით ისარგებლოს, მაგრამ ლეგალიზაციას მაინც ეწინააღმდეგება. ღმერთმანი!
არის ისეთი კატეგორიაც, რომელსაც ”არგუმენტი” არ აქვს და ცდილობს ხუმრობით გაიტანოს თავი კამათში. ხუმრობის საგანი კი, რა თქმა უნდა, არა მომხმარებელი, არამედ სექს-მუშაკი ხდება – პატრიარქალური სიმაღლიდან ხომ ყოველთვის ადვილია ქალზე თქვა ” სხვა ნიჭი არ გააჩნია და რა ქნას” ან ”ზოგისთვის ფეხების აწევა უფრო ადვილია, ვიდრე ნამცხვრების ცხობა”.
ასეა თუ ისე, თითქმის დარწმუნებული ვარ, პროსტიტუციის ლეგალიზება ქართველ მამაკაცებს არა ”მორალური”, არამედ, ფინანსური თვალსაზრისით არ უნდა აწყობდეთ. კომერციული სექსის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევაში, ამ მომსახურების ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება და მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული კრიზისის პირობებში “მაგარი უსამართლობაა” თან ოჯახის რჩენა გევალებოდეს და თან სექსშიც მეტი ”აგახიონ”. ყველას ყველაფერი იაფად უნდა, მათ შორის სექსიც.
მიხვდებოდით, ჩემი აღშფოთება 18 ნოემბერს,”იმედის” საღამოს ეთერში გასული გადაცემის ”100 გრადუსი ცელსიუსით” პროსტიტუციის ლეგალიზაციისადმი მიძღვნილმა გამოშვებამ გამოიწვია. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ სტუმრებს, ჟურნალისტების ცუდსა და ძალიან ცუდს შორის მერყევ ნამუშევარს, აგვირგვინებდა აუდიტორიაში მჯდომი სხვადასხვა ასაკის ადამიანების ამ საკითხისადმი ნულოვანი მგრძნობიარობა და სტუმრების ცრუ მორალისტურ და პოპულისტურ გამონათქვამებზე განცდილი ექსტაზი. ხელოვნების სფეროს ქართველი წარმომადგენლები, რომელთაც ”ინტელიგენტურობაზე” აქვთ პრეტენზია, ირანში სექს მუშაკების ჩაქოლვასაც კი ამართლებდნენ. ეს წესი ხომ ”ამორალობასა და სხეულში სულის კვლას” ებრძვის, მაშინ, როდესაც ”სიყვარული ირანელებს არ ესწავლებათ”.
ამ მასკარადში ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ გადაცემაში საუბარი არა კომერციულ სექსზე, როგორც მომსახურების სახეობაზე, არამედ სექს-მუშაკებზე ისეთივე რიტორიკით წარიმართებოდა, როგორითაც, მაგალითად, ქარხნაში ხორცის კონსერვების გამოშვება – მიწოდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ საკითხებს განიხილავენ ხოლმე. არავინ მსჯელობდა სექს-მუშაკებზე, როგორ ადამიანებზე, რომელთაც ისეთივე უფლებები უნდა სახელმწიფოში ჰქონდეთ, როგორც სხვა მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით საჯაროდ პროტესტი არავის გამოუხატავს, არც სტუდიაში მყოფ ადამიანებს, არც რომელიმე ადამიანის უფლებათა დამცველს ან ქალთა ორგანიზაციას.
მსგავსი ”გარჩევების” დროს, აქცენტი მხოლოდ იმ მიზეზებზე კეთდება, რომელთა გამოც ქალი შეიძლება ”მეძავი” გახდეს; მამრობითი სქესის სექს მუშაკებზე ჩვენთან იშვიათად საუბრობენ. აქ ხდება მათი დადებითი – ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმედ ავადმყოფი ოჯახის წევრები, იძულება – და უარყოფითი – სხვა საქმეში უნიჭობა, ფულის მარტივად შოვნის გზები – დისკრიმინაცია და შემდგომ ამა თუ იმ დასკვნილი მიზეზის განზოგადება მთელს ჯგუფზე. არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ კომერციულ სექსუალურ მომსახურეობაში ჩაბმის მიზეზი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს; რომ მიუხედავად მიზეზებისა, ამ საქმით დაკავებული ადამიანები, სქესის განურჩევლად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყველად და ”არაპრესტიჟულ” სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათზე საუბრიდან ”მოგება” იმდენად მცირეა, რომ მათი უფლებების ღიად დაცვა არავის სურს. საზოგადოებაში მათ ”მორალურობა-ამორალურობაზე” მოკამათე ადამიანების მხრიდან ისინი იმდენსაც კი არ იმსახურებენ, რომ განსჯამდე მათი მდგომარეობის გააზრება ან შემსუბუქება სცადოს ვინმემ. ასეთმა, შესაძლოა ერთადერთმა ადეკვატურმა განცხადებამ გაიელვა იმედის ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ გადაცემაში და ისიც, სტუმრად მოწვეულ სექს-მუშაკის მხრიდან.
არალეგალურ
კომერციულ
სექსში ჩართული ადამიანები ხშირად კლიენტების, პოლიციელების, და ”სუტინიორების” მხრიდან ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლს წარმოადგენენ. კომერციული სექსის კრიმინალიზების მომხრეთათვის ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება მომგებიანი არ არის . არავინ იცის, მხოლოდ საქართველოში, რამდენი სექს სამუშაოთი დაკავებული ქალი გაქრა უგზოუკვლოდ? მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, სექს-მუშაკების ძალადობრივი სიკვდილისა და მათზე ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით მაღალია. მაგალითად, 2003
წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად,
სხვადასხვა
შტატში გამოკითხული 854
ქალი
სექს
-მუშაკის
70-75 პროცენტი
კომერციული
სექსუალური
მომსახურების
გაწევის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ CEDAW
კომიტეტის
39-ე სხდომისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სექს მუშაკთა უფლებრივ მდგომარეობაზე მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია: კომერციული სექსის კრიმინალიზაცია ზღუდავს ამ სფეროში
დასაქმებული
ინდივიდის
შესაძლებლობას
ისარგებლოს
პოლიტიკური,
სოციალური,
ეკონომიკური
და კულტურული თავისუფლებით. დისკრიმინაცია, რომელსაც ეს ქალები (და არა მხოლოდ) აწყდებიან სხვადასხვა მხრიდან, უმეტესწილად უპასუხოდ რჩება.
მართალია,
კომერციული
სექსის ლეგალიზება სექს-მუშაკების პრობლემებს სრულად ისედაც ვერ აღმოფხვრიდა, მაგრამ ამ საფეხურამდე მისვლაც კი გართულებულია რადგან ამ საკითხზე კონსტრუქციული და არგუმენტირებული
მსჯელობა
თითქმის მიუღწეველი ოცნებაა. როგორ უნდა მიაგნოს საზოგადოებამ ოპტიმალურ გამოსავალს და სტრატეგიებს თუ მშვიდად საუბარსაც კი ვერ ახერხებს ამა თუ იმ საკითხზე?
მეორეს
მხრივ, როგორ შეგვიძლია ამ თემაზე არგუმენტირებულად
ვისაუბროთ,
თუკი თავად სექს მუშაკებს არ შევეკითხებით
აზრს
მათივე უფლებრივ მდგომარეობის თაობაზე? სწორედ ამიტომ, საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ლეგალიზაციისა და კრიმინალიზაციის
გარდა, კომერციული სექს-მუშაკების პრობლემათა მოგვარებისთვის სხვა ალტერნატიული გზებიც არსებობს.
მაგალითად, შვედეთში 1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, სექსის გაყიდვა კანონიერი პრაქტიკაა, მაგრამ კრიმინალიზებულად მისი ყიდვა დარჩა. ამგვარად, კომერციულ სექს მუშაკს, თუ მასზე ძალადობენ, შეუძლია გულდამშვიდებულად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და არ ეშინოდეს, რომ მისი საქმიანობისათვის დააკავებენ. შვედეთში კომერციული სექსის თაობაზე მიღებულ აქტში წერია, რომ ”არაკეთილგონივრულია იმის კრიმინალიზება, ვინც ამ სიტუაციაში სუსტ მხარეს წარმოადგენს და ვისი ექსპლუატაციაც ხდება სხვების მიერ სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების მიზნით.” 2009 წელს მსგავსი კანონი ნორვეგიასა და ისლანდიაშიც მიიღეს. გადაწყდა, დარტყმა არა მიმწოდებლებზე, არამედ, მომხმარებლებზე განეხორციელებინათ. 2011 წელს შვედეთის მთავრობა კიდევ უფრო წინ წავიდა და 282 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, სექსის ყიდვისათვის სასჯელი ექვსი თვის ნაცვლად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა გამხდარიყო. კომერციული სექსისადმი მსგავს მიდგომას ბევრი ადამიანის უფლებათა აქტივისტი საკმაოდ ეფექტურად და უფრო მისაღებად მიიჩნევს, ვიდრე პროსტიტუციის სრული ლეგალიზება ან კრიმინალიზაციაა. წარმოგიდგენიათ ქართველ კაცების რეაქცია თუ ასეთი კანონის შესახებ მსჯელობა საქართველოშიც დაიწყება? ალბათ, მათ ეს კიდევ უფრო ნაკლებად მოეწონებათ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საროსკიპოები.
[box type=”warning”] მანამ, სანამ საქართველოში კომერციულ სექს მუშაკებთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, აუცილებელია ამ თემაზე საჯარო დისკუსია დავიწყოთ. აუცილებელია, ცოდნის შექმნა კომერციულ სექსში ჩართული ადამიანებისა და მათი მდგომარეობის შესახებ. აუცილებელია, ზემოხსენებული გადაცემის მსგავსი ინციდენტების შესახებ ხმა ამოიღონ ქალთა ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მათ, ვინც მედია საშუალებების მიერ ამ ქალების სტიგმატიზებას ვეწინააღმდეგებით. ამიტომ, გთავაზობთ 17 დეკემბერს ყველამ ერთად ავღნიშნოთ სექს მუშაკების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის დღე! [/box]
კომენტარი