სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერმა პრეზიდენტი “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ "მარიონეტად" გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ მინისტრი პრეზიდენტს “ნაცმოძრაობის“ “მარიონეტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ “რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე.“

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აქტუალური არ არის და “მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“.

ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ კი მან თავად აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილს აღიარებული აქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი, ერთი მარტივი მარიონეტი. მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100