“გავიღვიძებ ვტირი, დავიძინებ ვტირი. ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება“ - რამაზ დავლაძე
”თავს ძალას ვატან. სიმართლე გითხრათ, არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი” – ამის შესახებ რამაზ დავლაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მან მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.
„არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამხელა ტკივილით ადამიანმა იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ყველაფერი. გავიღვიძებ ვტირი, დავიძინებ ვტირი. ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება“, – ამბობს დავლაძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.
კომენტარი