სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალკოჰოლი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე შიდსი

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სტატისტიკურად ალკოჰოლით გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შიდსით დაღუპულების რიცხვი.

ეს სტატისტიკა დღითი დღე იზრდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწირება ალკოჰოლურ სასმელს. ყველაზე საგანგაშო ამ სტატისტიკაში კი არის ის, რომ გარდაცვლილთა ასაკი თინეიჯერებიდან იწყება.

გარდა იმისა, რომ დიდია შანსი, ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებისას მოულოდნელად გარდაიცვალოს ადამიანი, სასმელი ასევე პროვოცირებას იწვევს ისეთი მძიმე დაავადებების, რომლებიც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში არ იკურნება. ამასთან, უამრავ ორგანოს სერიოზულ ზიანს აყენებს, ავითარებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ტუბერკულოზი, პნევმონია, იმუნოდეფიციტი და ა.შ.

დღევანდელი მდგომარეობით კი სტატისტიკა ასე გამოიყურება - ყოველი მეოცე გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლური სასმელია - წერს გამოცემა Medical Express.

2016 წელს ალკოჰოლით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით სამ მილიონს მიაღწია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100