სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიუვეჩი (სერბული კერძი)

მასალა:

250 გრამი ღორის ხორცი

250 გრამი ძროხის ხორცი (ან ორივეს ნაცვლად 500 გრამი ცხვრის ხორცი)

75-125 გრამი მცენარეული ზეთი

3 სუფრის კოვზი ბრინჯი

750 გრამი პამიდორი

3 თავი ხახვი

1 მცირე ზომის ბადრიჯანი

3 ცალი ტკბილი ბულგრაული წიწაკა

200 გრამი კვახი

1-2 კონა ოხრახუში

ცოტა ნიახური

მარილი, პილპილი

პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდოთ ჯამში. წიწაკა, ბადრიჯანი და გოგრა წვრილად დავჭრათ, შევურიოთ დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიახური და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. ყველაფერს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ მცენარეული ზეთი და ცოტა ხანი გავაჩეროთ, რომ ბოსტნეულმა წვენი გამოიღოს, შემდეგ პამიდვრების ნაწილი გადავიტანოთ ქვაბში, დავამატოთ ნახევარი პორცია სხვა ბოსტნეული და ზემოდან დავაწყოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. შემდეგ დავაწყოთ დარჩენილი ბოსტნეულის ფენა და გარეცხილი ბრინჯი. ზემოდან დავაწყოთ დარჩენილი პამიდორი, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და დარჩენილი მცენარეული ზეთი. შევდგათ ღუმელში ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ 2 საათის განმავლობაში (ზემოდან შეგვიძლია დავამატოთ კიდევ რამდენიმე ფენა პამიდორი). დიუვეჩი სუფრაზე პირდაპირ ქოთანში მივიტანოთ. ამ კერძთან ერთად სუფრაზე თეთრი პური მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100