სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თევზის ფილე ბერძნულად

500 გრამი თევზის ფილე

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი

250 გრამი კიტრი

250 გრამი პამიდორი

2-3 ცალი ტკბილი წიწაკა

მარილი, შავი პილპილი

თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ნახევარი პორცია ზეთი და მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავდოთ თევზი, დავასხათ ღვინო და მოვაყაროთ მწვანილი. ვშუშოთ 10-15 წუთის განმავლობაში თავდახურული. წიწაკა დავჭრათ თხელ რგოლებად და მოვხრაკოთ დარჩენილ ზეთში. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ გათლილი და ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, 5 წუთის შემდეგ კი პამიდვრის ნაჭრები. მოვაყაროთ პილპილი და მარილი. როდესაც ყველა სახის ბოსტნეული მზად იქნება ყველაფერი დავაწყოთ თევზზე და თავდახურული ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განამვლობაში დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ თეთრ პურთან და კარტოფილთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100