სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვილფრედ მარტენსი: „სააკაშვილის ოპონენტებმა დიდი ფული დახარჯეს მხარდაჭერის საყიდლად“ (ვიდეო)

ვილფრედ მარტენსმა თავის გამოსვლაში საქართველოში ჩატარებული დემოკრატული არჩვენების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, იმ მიზნით, რომ ქვეყანამ კვლავ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი.

დემოკრატიამ გაიმარჯვა საქართველოში. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები შესანიშნავად მოქმედებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მათ აჩვენეს პოლიტიკური სიმწიფე და მოიქცნენ ისე, როგორც ჭეშმარიტ დემოკრატიას შეეფერება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა დიდი ფული დახარჯეს მხარდაჭერის საყიდლად, საქართველოში უნდობლობის განცდის შესაქმნელად და იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბითაც შეელახათ. ამ შემთხვევაში დემოკრატიული რეჟიმი დაუპირისპირდა ავტორიტარულ რეჟიმს.

ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ბატონობს რუსეთში, პირველ შემთხვევაში, მთავარი ფასეულობები კანონის უზენაესობა და თავისუფლებაა - ჩვენ უნდა წავახალისოთ პირველი.

როდესაც ვხედავთ თუ რა სისწრაფით მიდის ყველაფერი უკან, როდესაც ვხედავ იმ ბრძოლას, რომელიც მაგალითად ჩვენს მეგობრებს ჭირდებათ მოლდოვაში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად, ვსვამ კითხვას - ნუთუ არ დადგა დრო, რომ ამ ქვეყნებს, მივცეთ საშუალება შეუერთდნენ ევროატლანტიკურ სივრცეს.

ძვირფასო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ, ჩვენი პარტია და ჩვენი გუნდი, ერთი გუნდია. ჩვენ როგორც არასდროს ვიბრძოდით ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, რათა მხარი დაგვეჭირა თქვენთვის და თქვენი პარტიის კანდიდატებისთვის ამ რთულ და უსამართლო ბრძოლაში, რომელიც სხვა ეპოქის მოვლენას წააგავდა.

თქვენი მთავარი ფასეულობები სრულად ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს და გვსურდა ხელი შეგვეწყო მათთვის, ვინც ამ ფუნდამენტური ფასეულობების ერთგული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით წარმატებული, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ თქვენს მხარდასაჭერად, რაც მომავალ არჩევნებამდე მიგიყვანთ.

ნება მოგვეცით არასდროს არ დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100