სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ელოდნენ ქეთათო და მეფე შვილის დაბადებას

ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი ნანა დღეს იუბილარია, შვილის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გაიხსენა ქეთათო ჩარკვიანმა.

ასეთი იყავი 11 წლის წინ. სანამ გაგაჩენდი მე და ირაკლი ღამის განმავლობაში სამჯერ მივედით ლეჩკომბინატში, სადაც ჩემი გინეკოლოგი ჯერ არ იყო მისული და ვინც გამსინჯა, მითხრა, რომ პალატაში უნდა დავწოლილიყავი და დავლოდებოდი მშობიარობის მოახლოებას, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე, ჩემი საგულდაგულოდ შერჩეული ნივთები კალათით დავუტოვე და განვაგრძე მამაშენთან ერთად ჭავჭავაძეზე სეირნობა. ირაკლი ჩემზე მეტად ღელავდა, როდესაც ტკივილი მიძლიერდებოდა ერთი წუთით არ მომშორებია გვერდიდან, დაესწრო მშობიარობას, კამერით გადაიღო მთელი ეს სულისშემძვრელი პროცესი და ერთადერთი, როდესაც ემოციები ვერ შეიკავა და უყვირა ექიმებს იყო მაშინ, როდესაც ტკივილმა კულმინაციას მიაღწია და ანესთეზიოლოგი ჯერ კიდევ არ აპირებდა ჩემს გაუტკივარებას- რას შვებით, ქეთათუნას გული გაუსკდება, ვერ გაუძლებს ამ ტკივილსო დაიღრიალა მახსოვს , სასწრაფოდ გაუყუჩეთ რამით, ადამიანები არ ხართო?!“ - წერს ქეთათო ნანას ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100