სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში თავდამსხმელმა თავი მოიკლა

ესტონური საინფორმაციო პორტალი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას მედიის საშუალებებით გავრცელებული ცნობა, თითქოს პოლიციელებმა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში შეჭრილი პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, დააკავეს – მცდარია და, სინამდვილეში, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ცნობილია, რომ ორი მძევლიდან, რომელიც შეიარაღებულ პირს ჰყავდა აყვანილი, არცერთი არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დაახლოებით 18 საათზე მოხდა – შეიარაღებული პირი თავდაცვის სამინისტროს შენობაში შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო, მოგვიოანებით კი რამდენიმე მძევალი აიყვანა და შენობაში გამაგრდა. სამართალდამცველებმა თანამშრომელთა ევაკუაცია მოახერხეს და შენობას ალყა შემოარტყეს. დაახლოებით 40 წუთის წინ კი შენობაში აფეთქების ხმა გაისმა. როგორც ჩანს, სწორედ ეს აფეთქება უკავშირდება თავდამსხმელის თვითმკვლელობას, რომლის ვინაობა და მოთხოვნები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია ისიც, რომ ინციდენტის დროს შენობაში არ იმყოფებოდა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100