შეარაღებული მამაკაცი შშმ პირთა პანსიონში შეიჭრა და 19 ადამიანი მოკლა
19 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა იაპონიის ქალაქ საგამი-ჰარაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა. თავდასხმის მოტივი უცნობია. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა იაპონიაში ბოლო წლების განმავლობაში.
კომენტარი