სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველი რეპერი "შავი პრინცი" 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული ჰიპ ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე "შავი პრინცი" 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარვცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი თირკმლის პრობლემა გახდა. მუსიკოსი გარდაცვალების მომენტში ბათუმში იმყოფებოდა.

აკაკი ბაბუნაშვილი დაიბადა ქუთაისში. საზოგადოებამ ის რეპ-კოლექტივ "ძებნილებთან" ერთად გაიცნო, რომლებიც 90-ანი წლების ყველაზე პოპულარული რეპერები იყვნენ. 2003 წელს შავი პრინცი ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო. მალევე მან სახელი "შავი პრინცი" "პრინციპად" გადაირქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100