როგორ დავიკლოთ წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით?
ჩვულებრივი წყლის სწორად მიღება წონაში დაკლებასა და სხეულის მასის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ამ ინფორმაციას პოპულარული ტელეშოუს „მარტოხელას სამზარეულოს“ წამყვანი ფიტნეს ინსტრუქტორი ალექსანდრე რუდნიცკი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ჯანმრთელობის და წონის პრობლემების ქონის შემთხვევაში, საკმაო რაოდენობით წყლის მიღება ჭარბწონიანობის პრობლემას თავისთავად ყველანაირი სხვა საშუალების ჩარევის გარეშე მოგვიგვარებს.
რუდნიცკი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სუფთა არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი, რამდენადაც ჩაის და ყავასაც კი ადამიანის ორგანიზმი იღებს ისე როგორც საკვებს.
ალექსანდრე რუდნიცკი: ორგანიზმი საჭიროებს წყალს და მხოლოდ წყლის დახმარებით ახდენს თვითგაწმენდას. იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენიმე მილილიტრი წყალია აუცილებელი ადამიანისთვის დღის განმავლობაში, მისი წონა უნდა გავამრავლოთ 30 მილილიტრზე. მაგალითად თუ ადამიანი 100კგ-ს იწონის, დღის მანძილზე მისთვის აუცილებელია 3 ლიტრი სუფთა წყალი. მინდა აღვნიშნო, რომ წყლის არასაკმარისი რაოდენობა ცელულიტის მიზეზია.
კომენტარი