სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ინტერვიუ სვანეთის მთებში დაკარგულებთან

სვანეთის მთებში დაკარგულები გამოოჩნდნე - გოგიტა ფარჯიანმა და გიორგი გვიჩიანმა სამშვიდობოს გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

ახალგაზრდები ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფარჯიანი და გვიჩიანი სამართალდამცვეებს ახლა ჩვენებას აძლევენ. პოლიციაში მისვლამდე კი "პირველებთან" გაიხსენეს როგორ გამოაღწიეს სვანეთის მთებიდან.

უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე უფრო მარტივად. უბრალოდ ახლა უკვე მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რომ ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა", - გიორგი გვიჩიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ორი ახალგაზრდა ჯანმრთელად გრძნობს თავს, რაც შეეხება ძებნა-შველის ოპერაციას, მღებრიშვილი ამბობს, რომ მაშველები ოპერაციაში მყისიერად ჩაერთვნენ.

,,არიან ჯამრთელად, უვნებლად, რაც შეეხება ძებნა-შველის ღონისძიებას, იცით, რომ 23 რიცხვში შემოვიდა შეტყობინება და ჩვენ მყისიერად ჩავერთეთ ძებნა-შველის ღონისძიებაში. დღეიდან უკვე ვერტმფრენიც იყო ჩართული. მიმდინარეობდა, ყველა საჭირო აუცილებელი პროცედურების შესრულება, როგორც მეხანძრე- მაშველები ასევე, ადგილობრივები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათაც."- განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 დღე სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებდნენ.

შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ძებნა-შველის ოპერაციში მეექვსე დღეს, დღეს დილით ჩაერთო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100