სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიდეო ქალბატონებისთვის 8 მარტის მისალოცად...

ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. იგი კაცის ცდუნებაა დასაბამიდანვე. კაცების თქმით, ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი.
მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო, თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.
თითქმის ყველა ქალს, უნარი შესწევს, ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?
მოკლედ, ყველა ქალს ვუსურვოთ რომ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი ყოფილიყოს. დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, ამიტომ მამაკაცებო, გიყვარდეთ ქალები და გაუფრთხილდით მათ, რადგან ქალის ღირსების საზომი სწორედ ის მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100