ლეგენდარული „დისკოს მოცეკვავის" ბიძა - რაჯუ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)
თუ ერთხელ ან ორჯერ, ზოგს კი ხუთჯერ და მეტჯერაც გინახავთ 80-იანების ბოლივუდის ყველაზე ცნობილი ნამუშაევარი, „დისკოს მოცეკვავე“, უთუოდ დღემდე გეხსომებათ ჯიმი - ყმაწვილი ღარიბთა უბნიდან, რომელიც ცნობილი დისკოს მოცეკვავე გახდა და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდებოდათ ჯიმის ბიძა - რაჯუ, რომელმაც, დედის სიკვდილის შემდეგ ჯიმი ხელახლა აამღერა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში კამარა შეკრა და ჯიმისთვის დამიზნებული ტყვია შიგ გულში მოიხვედრა.
რასაკვირველია, არც ჯიმის ბიძის გულშიჩამწვდომი სიმღერა დაგავიწყდებოდათ - ვინ იცის, იქნებ რამდენჯერ მოგდგომიათ ცრემლი მისი მოსმენისას...
როცა საქართველოში „დისკოს მოცეკვავის“ ბუმი იყო და კონოთეატრების წინ თითქმის კილომეტრიანი რიგები იდგა დარბაზში მოსახვედრად, ცოტამ თუ იცოდა, რომ ჯიმის ბიძის როლს რაჯეშ კჰანა ასრულებდა: სწორედ ეს მსახიობი, 69 წლის ასაკში, ქალაქ მუმბაიში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა ცნობილია, რომ კჰანა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოდან გაწერეს.
პატივისცემის ნიშნად ლეგენდარული მსახიობის ცხედარი მინის კუბოში ჩაასვენეს და მუმბაის ქუჩები „შემოატარეს“.
დისკოს მოცეკვავის როლის შემსრულებელი არაოფიციალურად ითვლება ბოლივუდის პირველ სუპერვარსკვლავად. მან ბოლივუდის 150 ფილმში მიიღო მონაწილეობა და მათგან 150-ში მთავარი როლი შეასრულა.
კომენტარი