სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "ზოგიერთები კი ეკლესიასთან ბრძოლას გვაბრალებენ..."

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებენ, უკვე 500-ზე მეტი ტაძარი აღადგინა".

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს კახეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც გრემის განახლებული სამონასტრო კომლექსი დაათვალიერა.

"გრემის აღდგენა საშვილიშვილო საქმეა. ეს კომლექსი შაჰ-აბასმა გაანადგურა. ეს გადაწყვეტილება ორიოდე წლის წინ მივიღეთ, როდესაც აქ მთავრობის სხდომა ჩავატარეთ. ზოგ-ზოგიერთები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიას ებრძვის და ამასობაში ჩვენ 500-ზე მეტი ეკლესია აღვადგინეთ. ჩვენ ისტორიიდან ახალ ფაქტებს ვაჩენთ, ისინი კი ცდილობენ, ისტორია და დრევანდელობა დაამახინჯონ. თუმცა ჩვენთვის სულერთია, ისინი რას ლაპარაკობენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "გრემის, ნეკრესის და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს".

დღესვე პრეზიდენტმა ყვარლის ღვინის გვირაბი მოინახულა და დურუჯის ტბა დაათვალიერა, სადაც დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონის მოსახლეობასაც შეხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100