"მოწყვიტე ვარსკვლავები, სანამ ჩამოცვენილან..." - ამაღამ ვარსკვლავთცვენაა
აგვისტოს ყოველწლიური ვარსკვლავთცვენის ხილვა დედამიწeლებს დღეს ღამით შეეძლებათ, როდესაც ჩვენი პლანეტა მაქსიმალურად მიუახლოვდება კომეტის კუდს. აგვისტოს ,,ვარსკვლევების ცვენა“, რომელსაც მეცნიერები პერსეიდებს უწოდებენ, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეტეორების ნაკადია, რომელთა შორის ჩვენი პლანეტა გადის. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მთავარი ობსერვატორიის თანამშრომელი ბორის კონდრატიევი ,,ინტერფაქსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვარსკვლავთცვენა ყველაზე ლამაზი სანახაობაა. ,,ულამაზესი სანახავია, როდესაც ვარსკვლავები ცვივა, მითუმეტეს მაშინ, როცა ცაზე ღრუბლები არ არის და ცა მოწმენდილია. ამას მეცნიერებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ, კომეტის ნაწილები და მეტეორები როგორ იფანტებიან ელიფსზე,“–აცხადებს მეცნიერი. მისი თქმით, დედამიწა ძალიან ახლოს მიდის ძველ კომეტასთან, ამიტომაც ,,ჩამოცვენილი ვერსკვლავების“ ნათება აგვისტოში უფრო კაშკაშაა. მეტეორები კი ჰაერში იფერფლებიან და დედამიწამდე ვერ აღწევენ. ბორის კანდრატიევის თქმით, მოსახლეობას ამ ლამაზი სანახაობის დანახვა გაუჭირდება, რადგან 13 აგვისტოს სავსემთვარეობაა მოსალოდნელი, რაც ვარსკვლავთცვენის ნახვას შეუძლებელს გახდის.
აგვისტოს ტრადიციული ვარსკვლავთცვენა ,,პერსეიდები“ ყოველწლიური მოვლენაა და ის წარმოიშვება დედამიწის მიერ კომეტა სვიფტ–ტუტლის ორბიტის კვეთის დროს. კომეტის ბირთვიდან გამოყოფილი მტვრის ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში აღწევენ, იწვიან და ვარსკვლავებივით ციმციმებენ. ნაკადი ავლენს აქტივობას 17 - 24 აგვისტოს, ხოლო მაქსიმუმი 12 აგვისტოსაა. მეტეორთა რიცხვი საათში 60–მდე აღწევს.
კომენტარი