სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის გურამ შეროზიას მეგობარი გოგონა?

ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია შეყვარებულია. სკანდალური და ხმაურიანი შეროზიას რჩეული ხატია ჯოხარიძეა. ხატია 26 წლის გახლავთ, პროფესიით ფსიქოლოგია და Omega Group-ში მუშაობს.

წყვილი ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფება სამოგზაუროდ, თუმცა შეროზიამ საკუთარ პირადთან დაკავშირებით დრონისთან მცირე კომენტარის გაკეთება მაინც შეძლო.

„მეგობრები ვართ ორი წელია, შემდეგ რამდიმე მოგზაურობა გვქონდა ერთად და მარტში, კაპადოკიაში მარტო მოგზაურობისას ახლიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.

ახლა ბუდაპეშტში ვართ და ამაღამ ვბრუნდებით. რომში, ამალფიზე, ნეაპოლში და კაპრიზე ვიყავით.

რაც შეეხება ქორწილს, ჯერ 6 თვეც არ არის რაც ერთად ვართ, ამიტომ მოვლენებს ვერ გავუსწრებთ, ერთი ის ვიცით, რომ 1000 კაციანი ღრეობა არ გვექნება“ - განაცხადა შეროზიამ დრონისთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100