სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმები მექსიკაში, გუანაჰატოს კინოფესტივალზე

მექსიკაში, გუანაჰატოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას.
სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი "როცა დედამიწა მსუბუქია" წარდგენილია კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში.ფილმი უკვე გახდა IDFA 2015 First Appearanace Award-ისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმის პრიზის მფლობელი და ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე მოგზაურობას განაგრძობს.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "ლეთა" კი კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას."ლეთა" წელს კანის კინოფესტივალზე სექციაში Directors' Fortnight იყო წარმოდგენილი,რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა.
გუანაჰატოს საერთაშორისო კინოფესტივალი ლათინური ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც 22-31 ივლისს მექსიკაში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100