სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში არეულობის გამო კამერონმა შვებულება შეწყვიტა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა შვებულება შეწყვიტა და ლონდონში ბრუნდება, სადაც კრიზისთან დაკავშირებით დანიშნულ შეხვედრას უხელმძღვანელებს. შეხვედრის ფონია არეულობა, რომელიც ლონდონის ზოგიერთ უბანში უკვე მესამე დღეა გრძელდება. ქალაქის ქუჩებში ორშაბათსაც იდგა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი. ახალგაზრდების ჯგუფები განაგრძობდნენ არეულობის მოწყობას და მაროდიორობას. BBC-მ გადასცა კადრები, რომლებზეც ნაჩვენები იყო როგორ ამსხვრევდნენ ახალგაზრდები მაღაზიების ვიტრინებს, იპარავდნენ საქონელს, პოლიციას კი ქვებს, ბოთლებს და ხის ნაფოტებს უშენდნენ. ერთ-ერთი უბანში - კროიდენში - მასშტაბური ხანძარი იყო. შაბათ-კვირის განმავლობაში პოლიციამ ქალაქში არეულობებთან დაკავშირებით 160-ზე მეტი პირი დააპატიმრა. ამ ეტაპისთვის დაშავებულია 35-მდე პოლიციელი. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ლონდონში ასეთი მასშტაბის და სიმწვავის არეულობა არ ყოფილა. ძალადობამ ტოტენჰემში ამოხეთქა - ჩრდილოეთ ლონდონის ღარიბ და ეთნიკურად შერეულ უბანში, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ცნობებით, 29 წლის კაცი პოლიციასთან სროლას ემსხვერპლა. იდენტური თავდასხმები შემდეგ დედაქალაქის სხვა უბნებსაც მოედო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100