სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უბნელია სინამდვილეში „ვატიკანა“ და შეყვარებულია თუ არა ქალბატონების გულთამპყრობელი? - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან ლაშხთან

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ლევან ლაშხს, „ვატიკანას“ როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა. მან გამოჩენისთანავე მოიგო მანდილოსნების გულები. 27 წლის მომხიბვლელი მამაკაცი პროფესიით ეკონომისტია და თქვენ წარმოიდგინეთ, საბურთალოზე ცხოვრობს.

დრონი.ჯი მანდილოსნების ახალი კუმირის პირადი ცხოვრებით დაინტერესედა, ასევე გაარკვია, თუ როგორ მოხვდა ის „ჩემი ცოლის დაქალებში“. ალბათ ბევრს ეწყინება, როცა გაიგებს, რომ „ვატიკანას“ გული დაკავებულია.

დრონი.ჯი ლევან ლაშხთან ინტერვიუს გთავაზობთ:

- პროფესიით ვინ ხარ და საიდან მოხვდი „ჩემი ცოლის დაქალებში“?

- პროფესიით ეკონომისტი გახლავართ. „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი ძალიან უცნაურად, facebook-ზე მომძებნეს და დამიკავშირდნენ. გავიარე ქასთინგი და დამამტკიცეს „ვატიკანას“ როლზე, თუმცა არ ვიცი საიდან გაუჩნდათ ჩემს მიმართ ინტერესი.

- სერიალში გამოჩენიდან მალევე მოიგე მანდილოსნების გულები, რა შეიცვალა მას შემდეგ და გრძნობ თუ არა რომ უკვე ცნობადი ხარ?

- დიახ, საგრძნობლად შეიცვალა დამოკიდებულება ჩემს მიმართ, არა მხოლოდ თბილისში , საზღვრებს გარეთაც ვიგრძენი და ვნახე. სიტყვა „პოპულარული“, ასე ვთქვათ, თამამი განაცხადია, მაგრამ როგორც პერსონაჟი და მსახიობი ცნობადი გავხდი და ეს ძალიან სასიამოვნოა. გოგოებს რაც შეეხება, მათი ყურადღების დეფიციტს ისედაც არ განვიცდიდი, თუმცა ამ სერიალის შემდეგ დაახლოებით 70-80% ით გაიზარდა დაინტერესება.

- რამდენად გგავს შენი პერსონაჟი?

- ჩემი პერსონაჟი დიდად არ მგავს, უბრალოდ ერთი ის გვაქვს საერთო, რომ რაღაც ისეთი გაგვაჩნია ორივეს რაც სხვამ არ იცის.

- გაქვს ისეთი თვისება, რაც გაღიზიანებს?

- მაქვს კი, არ მომწონს ჩემში „ფეხებზემკიდიაობა“ რაღაც საკითხებთან მიმართებაში, არ უნდა ვიყო ასეთი, თუმცა სადღაც მაინც ვიკიდებ.

- სერიალში მოხვედრამდე თუ იყავი „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთგული მაყურებელი?

- ხოო, ეს ისეთი კითხვაა, პასუხზე შეიძლება ხალხმა მცემოს.(იცინის) კარგი სიმართლეს ვიტყვი, არ ვიყავი ჩცდ-ს მაყურებელი. ზოგადად მიყვარს სერიალები, ფილმები თუმცა „მუღამი“ ვერ დავუჭირე, ახლა კი ვუყურებ.

- გაგიჭირდა თუ არა კამერასთან მუშაობა და გქონდა თუ არა მანამდე გამოცდილება ამ სფეროში?

- კამერასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, სხვა სერიალში ვთამაშობი, რომელმაც არ გაამართლა ისე, როგორც „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვატიკანამ. ეს სერიალი ტვ პირველ-ზე გადიოდა. მან დიდი გამოცდილება მომცა, მანამდე პატარ-პატარა რეკლამებში გადამიღეს, ასე რომ, არ მქონია კომპლექსი კამერასთან მუშაობის.

- სერიალიდან ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი მოგწონს?

- ყველაზე მეტად ჩემი პერსონაჟი მომწონს! (იცინის) განსხვავებულია ყველასგან, ჩემი პერსონაჟის შემდეგ, ალბათ, „შაგუ“ მომწონს, გინდა არ გინდა უნდა მოგწონდეს ისეთი ტიპაჟია.

- სინამდვილეში წერ თუ არა ლექსებს?

- არა, ლექსები ბავშვობაში მაქვს დაწერილი, აი პირველი სიყვარული რომ მეწვია... ეს ეტაპი თითქმის ყველას აქვს ბავშვობაში და მეც მქონდა.

- შენი აზრით პოეტობა ტეხავს?

- არანაირად, ძალიან მაგარია როდესაც ხატავ სიტყვებით, ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ნიჭია და ძალიან ვაფასებ.

- რას გვეტყვი პირად ცხოვრებაზე, გყავს თუ არა საყვარელი ქალი და როგორი გოგონები მოგწონს?

- კი შეყვარებული მყავს, გოგონებს რაც შეეხება - ლამაზი, ეშხიანი გოგონები მომწონს. უპირატესობას შავგვრემნებს ვანიჭებ. თვისებას რაც შეეხება, როდესაც მამაკაცს ურთიერთობაში აყვება და არ გიწესებს ჩარჩოებს ძალიან მაგარია, თავისუფლებას რომ გაძლევს. საზღვრებს უნდა გაცდეს შენთან ერთად .

- საზოგადოებისთვის ცნობადი სახეა გოგო, რომელიც გიყვარს?

- არ არის ცნობილი, მაგრამ იმედი მაქვს მალე გახდება. მომღერალია .

- ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში დაოჯახებას?

- არ ვიცი, არ ვფიქრობ ამაზე ჯერ-ჯერობით.

- რა კომენტარს გააკეთებდი „კეკესა და ვატიკანას“ საბურთალოზე გადასახლების სცენაზე, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა გუშინდელი სერიის შემდეგ?

- მე პირველ რიოგში დიდი დაფასება მაქვს „კეკეს“ მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ეს ვაკელი ფულიანი გოგო, რომელსაც აქვს ყველაფერი რაც უნდა (მისა დგილზე ალბათ ბევრი ფეხებზე დაიკიდებდა ყველაფერს) გვერდში უდგას ბოლომდე ქმარს. ამისთვის ძალიან ვაფასებ, როგორც პერსონაჟს. რაც შეეხება ჩვენს გადასახლებას ამ „პოეტობის“ გამო, ძალიან მეწყინა, ანუ არ უნდა განიკითხებოდეს და გაირიყოს არავინ არაფრის გამო.

- ზოგადად რა უბნელი ხარ?

- საბურთალოზე ვცხოვრობ. (იცინის)

- რას უნდა ელოდოს „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი „ვატიკანასგან“ - იქნება თუ არა „პერსონაჟის“ გაგრძელება სერიალში საინტერესო?

- ვიცი რომ ბევრს აინტერესებსეს, მაგრამ უფლება არ მაქვს ხალხი დავასპოილერო.მე ვიმედოვნებ, რომ ისეთი ეფექტური დაბრუნება ექნება „ვატიკანას“, რომ ყველა გაოცდება. ვაკეში დაბრუნებას ვგულისხმობ. მეტს სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100