ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი სამოცდაათამდე გაიზარდა
ლილოში, გაბზარული ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი სამოცდაათამდე გაიზარდა. მოწამლულთა შორის რამდენიმე ბავშვი და ორსული ქალბატონიც არის.
ერთ-ერთი დაზარალებულის, 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია. ნარიმანიძე ამ დროისათვის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმების ჯგუფი მუშაობს. როგორც ცნობილია, ნარიმანიძე ასთმით არის დაავადებული და სწორედ ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის განსაკუთრებული გაუარესება.
ქლორის გაჟონვის მომენტში, დაზარალებული ნარიმანიძე შემთხვევის ადგილზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებსა თუ სახლებში არ იმყოფებოდა. იგი საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილდებოდა და სწორედ ამ დროს მოიწამლა.
დაზარალებულები სამედიცინო დაწესებულებებში მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულეს.
კომენტარი