სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომის ტყეში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მკვიდრი, 21 წლის სულხან ლომიძე ახლობლებმა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაიას საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" ავრცელებს.


ოჯახის წევრების ინფორმაციით, სულხანი ტყეში ცხენით იყო წასული. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი გადმოვარდა, გონება დაკარგა და გაიყინა.


რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი - ამას სამართალდამცველები დაადგენენ.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100