სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტმა რუსიკო მუმლაძემ „presage.tv” ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების გამო დატოვა

მედია–კავშირ „ობიექტივის“ წამყვანმა და ჟურნალისტმა რუსიკო მუმლაძემ „presage.tv” დატოვა. წამოსვლის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ მედიასაშუალების ყიდვაა.

ეს ინფორმაცია რუსიკო მუმლაძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში „ფეისბუკში“ ასეთი ფორმით გაავრცელა, რომელსაც „ობიექტივი“ უცვლელად გთავაზობთ.

„როცა გეუბნებიან, რომ ძლივს ნაოცნებარ დაფინანსებას გვაძლევენ, რა დროს ობიექტურობაა, არ გვაწყობს ამ ზე-კაცზე დითირამბების გარდა რაიმეს დაწერაო და ეს ყველაფერი, ამ პორტალის მიშასგან გამოქცევის წლისთვაზე ხდება, რა უნდა ქნას ჟურნალისტმა? მე დავტოვე „პრესაგე.ტვ“, რომელიც ვერ იმსხვერპლა მიშამ და ჯიბეში ჩაიდო ბიძინამ.

ისე, ბატონო ბიძინა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო ჩემი ქართული, თანაც ჟურნალისტური ოცნება?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100