სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის ახალი Express სერვისცენტრი ავლაბარში გაიხსნა

თბილისი, 10 ივნისი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს და დღეს ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N22–ში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.

საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში მომხმარებელი ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე, შაბათ–კვირას – 1000 საათიდან 1800 საათამდე, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის უკვე 48 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.

დამატებითი ინფორმაცია Express სერვისცენტრების ქსელის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100