სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე პირადად აღარ ვაპირებ „კარფურში“ მისვლას და თავის მოტყუებას“

„კარფური იტყუება“ - ეს ფრაზა სულ უფრო ხშირად გაისმის. ცნობილი ფრანგული ბრენდი საქართველოში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა და თავის დამკვიდრება დემპინგური ფასებით სცადა. მომხმარებელიც მიაწყდა, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მათ „კარფურთან“ სერიოზული პრეტენზიები აქვთ. მომხმარებლები თვლიან, რომ „კარფური“ გვატყუებს და თითქოსდა დაბალი ფასის გამო შეძენილ პროდუქტებში გაცილებით მეტს გვახდევინეს...

გადავხედოთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კარფურის ოფიციალურ გვერდზე დაწერილ მომხმარებელთა უკმაყოფილო კომენტარებს, რომელიც იმდენად თვალშისაცემია, რომ ძნელია არ დაგაფიქროს...

მარო ყუროშვილი: „სალაროში ზოგიერთ პროდუქტზე ფასთან შედარებით (რაც ეწერა) მეტი გადავიხადე. ასევე ფასთან შედარებით მეტი გადამახდევინეს სოკოზეც“...
თამუნა გიორგაძე: „კარფურმა ძაან შეტოპა ფასი ერთი აწერია და მეორეს გახდევინებენ სალაროში. გამოდის რომ იტყუებიან.

356 ლარის საქონელი შევიძინე თქვენთან და მთელი დღე მოვუნდებოდი მაგის დაანგარიშებას. თქვენ ხართ ვალდებული ეს გააკონტროლოთ. ბავშვის სათამაშოს აწერია 15 ლარი და მახდევინებთ 22 ლარს...

მგონი, კარგად იცით, რომ ეს არის კანონდარღვევა. 1 ლარი აწერია სუნელს და გადამახდევინეთ 1.60 ლარი. დღემდე არ შეცვლილა სუნელზე ფასი - ისევ 1 ლარი აწერია. მიუხედავად ამდენი შეტყობინებისა დარღვევების შესახებ, რა გააკეთეთ ამის აღმოსაფხვრელად?

სულ ასე პასუხობთ - მიმართეთ მომსახურების ცენტრს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძნელია სახლში მისული, ქალაქის ბოლოდან ისევ მეორე ბოლოში დაბრუნდე. ასევე, თქვენს ე.წ ნომერზე შეუძლებელია დაკავშირება.. მე პირადათ აღარ ვაპირებ „კარფურში“ მისვლას და თავის მოტყუებას და ბევრი სხვაც. ამას შეიძლება უწოდო "აფიორა" და მეტი არაფერი“.

ალექსანდრე დიაჩენკო: მოკლედ, „კარფურში“ ვიყიდე 3 ბოთლი ბორჯომის წყარი. და კიდევ რაღაც-რაღაცები. სალაროში გადავიხადე მთლიანი თანხა. სახლში რომ მივედი და ჩეკს გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ 3 ბოთლი წყლის ნაცვლად ეწერე 8 ბოთლი წყალი. შესაბამისად, 2, 40 ლარიც ნაცვლად, გადავიხადე 6, 40 ლარი“.

ლია ურუმაშვილი: „ძირს ქარფური - დღეს პროტესტის ნიშნად ყველაფერი რაც სალარომდე მივიტანე, სალაროსთანვე დავუტოვე აფერისტებს. ფასები,რომელიც დახლებზე იყო მიკრული, არ დაემთხვა სალაროსთან გატარების დროს.

იქიდან გამომდინარე რომ ბევრი არაფერი მქონდა ნაყიდი, თანხის სიდიდემ ეჭვი გამიჩინა და სათითაოდ შევამოწმებინე რამდენიმე მათგანი. აღმოჩნდა, რომ 13 ლარის სანაცვლოდ, 34 ლარს მახდევინებდნენ.

მოკლედ, დავტოვე სალაროსთან და დავემშვიდობე სამუდამოდ. არ მოტყუვდეთ, აქცია ფასების დაკლებაზე აფიორაა. თავად აღიარეს და შემომთავაზეს - ერთ პროდუქტს გაჩუქებთ, რადგან მართალი აღმოჩნდითო“.

ნატალია ლაბაური: „მართალია, მეც რამოდენიმეჯერ აღმოვაჩინე ჩეკში ისეთი რაღაც, რაც არ შემიძენია და ტყუილად გადამიხდია ანუ ფული“...

მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ უხარისხო პროდუქციის გამოც. მაგალითად, კობა თურქია წერს საახალწლო სათამაშოების შესახებ: „ვნახე ეგ სათამაშოები და ძალიან უხარისხოებია, რამე უფრო ხარისხიანი შემოიტანეთ. რა არის ეს პლასტმასა“.

კარფური თავს იმართლეს, თუმცა აღიარებს რომ „ტექნიკურ ხარვეზს აქვს ადგილი“: „ნატალია ის რაც არ შეგიძენიათ ქვითარზე ვერ დაფიქსირდება.ზოგჯერ ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს, პროგრამულად ირევა დასახელებები, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ხარვეზი თქვენს დანახარჯს არ ცვლის“, - მიმართავს „კარფურის“ წარმომადგენელი ერთ-ერთ უკმაყოფილო მომხმარებელს.

ნათია კი წერს იმაზეც, რომ „კარფური“ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლების პარალელურად, ფასს ზრდის სხვა პროდუქტებზე. კერძოდ: „ფასდაკლება კარგია, მაგრამ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების მომატებაზე რას იტყვით? გუშინ ყავა შევიძინე 7,45 ლარად, როცა ადრე 7 ლარი ღირდა“.

„ხარვეზებსა“ თუ შეცდომებზე, „კარფურის“ წარმომადგენლებს „გენიალური“ პასუხი აქვთ... „მიმართეთ მომსახურების ცენტრს“, რაც სხვათაშორის, კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც თავი მოტყუებულად მიაჩნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100