დავით დარჩიაშვილი: რაც გლობალურია, ის ჩვენ ქვეყანასაც ეხება
გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას ზრდის, რათა ჩვენი ინტერესები მუდმივად იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ, საუბრისას აღნიშნა. "პოლიტიკურად ეს სწორი გადაწყვეტილებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხი. რაც გლობალურია, ის ჩვენ ქვეყანასაც ეხება. ამავე დროს მონაწილეობა პირდაპირპროპორციულად ზრდის საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას და ძალისხმევას, რომ ჩვენი პრობლემატიკა და ერთიანი ეროვნული ინტერესები მუდმივად იყოს გათვალისწინებული", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ავღანეთში ISF-ს პროგრამის ფარგლებში სამხედრო ძალების გაზრდის ინიციატივა დააყენა, ასევე ავღანეთის პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში დახმარება შესთავაზა. "ჯი-ეიჩ-ენი"
კომენტარი