თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი გადაფრენებით რუსეთს მიეწოდება იარაღი, გამოვა, რომ ჩვენ ვეხმარებით რუსებს, რომ ზიანი მიაყენონ უკრაინას - ექსპერტები
საეჭვო ფრენა საქართველოს გავლით - ექსპერტები შიშობენ, რომ ირანული სატვირთი თვითმფრინავის ფრენა საქართველოს გავლით ქვეყანას უდიდეს რეპუტაცუიულ ზიანს მაიაყენებს და იქნება, არა მხოლოდ პერსონალური სანქციები, არამედ შესაძლოა მთელი ქვეყანა დასანქცირდეს.
"ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის, თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი გადაფრენებით რუსეთს მიეწოდება იარაღი, რომლითაც ისინი უკრაინაში თავის საბრძოლო შესაძლებლობებს იძლიერებენ. ანუ, ჩვენ ვეხმარებით რუსებს, რომ ზიანი მიაყენონ უკრაინას, ასე გამოვა და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი“. - ამბობს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ავიაკომპანია, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა სანქცირებული არ არის და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს.
კომენტარი