სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერაბანკის მეორე შუალედური გათამაშების გამარჯვებული გამოვლენილია

ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების მეორე შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. მანქანის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი ნესტან კვატაია გახდა. ნაკრებში შედის 1 ტონა საწვავი, 1000 ლარის ავტომომსახურება, ერთწლიანი სამრეცხაო ვაუჩერი, ვიდეო ჩამწერი და ესპრესოს სამგზავრო აპარატი. გამარჯვებულს კუთვნილი საჩუქრები ტერაბანკის სათავო ოფისში საზეიმო ვითარებაში გადაეცა. „აღფრთოვანებული ვარ ჩემი პრიზებით, ახლა ნამდვილად შემიძლია, მთელი წლის მანძილზე ფეხი ფეხზე გადავიდო, რადგან ჩემი მანქანისთვის ყველაფერი მაქვს: ულევი საწვავი, შეკეთების ვაუჩერი, გემრიელი ყავა გზად და ვიდეო რეგისტრატორი. წარმოიდგინეთ, ამინდის პროგნოზის შესწავლაც კი არ მომიწევს, მანქანის გარეცხვის წინ,“ - განაცხადა ნესტან კვატაიამ. ტერაბანკმა მასშტაბური, უპრეცედენტო გათამაშება სახელწოდებით „აიწყე ცხოვრება“ 22 თებერვალს დაიწყო და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცა შანსი, მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში მინიმუმ 1000 ერთეულის სესხის აღების ან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. გათამაშება 15 ივნისამდე გრძელდება და გაიმართება კიდევ 1 შუალედური და 1 ფინალური გათამაშება. „20 აპრილს უკვე მეორე შუალედური პრიზი, სასაჩუქრე ნაკრები ავტომობილისთვის, გათამაშდა და გამარჯვებულს შანსი აქვს „აიწყოს ცხოვრება“ ფინალურ გათამაშებაზე, რომელიც სულ მალე, 20 ივნისს გაიმართება. მანამდე, 20 მაისს, კიდევ ერთი იღბლიანი შუალედურ გათამაშებაში სამოგზაურო სასაჩუქრე ნაკრებს მოიგებს“, - განაცხადა ტერაბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, აკა სანიკიძემ. ნესტან კვატაშვილმა აღნიშნა, რომ სესხზე საუკეთესო პირობა სწორედ ტერაბანკმა შესთავაზა და ამის გამო გადაწყვიტა, ბანკის კლიენტი გამხდარიყო. ფინალური გათამაშების გამარჯვებული მოიგებს გარემონტებულ ბინას ვაკეში, ახალ ავტომობილს Toyota RAV4, ხელფასს 2000 ლარის ოდენობით და საგზურს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. მომდევნო, მესამე, შუალედური პრიზის გათამაშება გაიმართება 20 მაისს 20:00 საათზე ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივსტრიმის მეშვეობით. ფინალური გათამაშება გაიმართება 20 ივნისს, 20:00 საათზე! გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე. პირობების გასაცნობად ეწვიეთ ტერაბანკის ოფიციალურ გვერდს: terabank.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100