სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვრცელდება ინფორმაცია, რომ facebook ფასიანი ხდება. გაინტერესებს რას ამბობს ცუკენბერგი?

ფეისბუქი ფასიანი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამომცემლობა National Report ავრცელებს.

სტატიის თანახმად განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით მარკ ცუკენბერგმა 2014 წლის 21 სექტემბერს გააკეთა. მისი თქმით მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ფეისბუქის გამოყენებისთვის მომხმარებლებს თვეში 2,99 დოლარის გადახდა მოუწევთ.

„ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაზრდილი ხარჯების დასაფარათ სააბონენტო გადასახადი დავაწესოთ, თუ ამ გადაწყვეტილებას სისრულეში არ მოვიყვანთ ფეისბუქი ახლო მომავალში არსებობას შეწყვეტს.“ - ასე ციტირებს გამოცემა ცუკენბერგის სიტყვებს.

National Report -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა სოციალური ქსელის მოყვარულთა ნაწილი მაინც შეშფოთდა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგვიანებით ფეისბუქზე განმარტება გააკეთა საიტის ადმინისტრაციამ.

„ფეისბუქი უფასო სერვისია, ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ ფულს საიტის მომსახურებაში, თუმცა ფეისბუქის სხვადასხვა თამაშებისა და დამატებითი სერვისების შესაძენად მომხმარებელს მართლაც მოუწევს თანხის გადახდა.“ - ნათქვამია ცუკენბერგის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100