საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
მოგმართავთ საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ხელმძღვანელი. მოგახსენებთ, რომ ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის თბილისში მცხოვრები 600 სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული, მარტოხელა ხანდაზმული, ასევე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი ქ. თბილისში და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონი ქობულეთში.
აგრეთვე ჩვენი ფონდი ახორციელებს ინდივიდუალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად! ფონდი ოთხი წლის განმავლობაში ფინანსდება კიევის ექს–მერის შვილის, სტეპან ჩერნოვეცკის მიერ, თითქმის მილიონი დოლარით წელიწადში.
გთხოვთ, მისცეთ განკარგულება შესაბამის სამსახურებს ჯანდაცვის სამინისტროში, გააუქმონ 3000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც დაგვაკისრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის.
თქვენმა წინამორბედმა – ბატონმა ღარიბაშვილმა, თავიდანვე არასწორად გაიგო საქართველოში ბავშვთა სახლების განვითარების ფილოსოფია. ეყრდნობოდა რა, გაეროს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს რეალობისთვის სრულიად შეუსაბამოა.
საუბარია იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების მზრუნველობას, აღსაზრდელად უნდა გადაეცეს ქართულ ოჯახებს. მდიდარი ევროპული ქვეყნებისთვის, ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ბავშვებს იყვანენ ოჯახებში, სადაც მშობლებს არც სამსახურის და არც მომავლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
ისინი ბავშვის აყვანით, მისი სოციალური დახმარების კმაყოფაზე ცხოვრებას იმედოვნებენ. ეს საშინელი მოვლენაა. ასეთი მშობლები ხშირად სვამენ და ცხოვრების არაჯანსაღ წესს ეწევიან, არ აკონტროლებენ აყვანილ ბავშვებს და ზოგჯერ მათ სამათხოვროდაც კი უშვებენ ქუჩაში.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო არ აქცევს სათანადო ყურადრებას აჭარაში ულიცენზიოდ მოქმედ, ე.წ. თურქულ ბავშვთა სახლების კონტროლს. ასეთი ბავშვთა სახლები უკვე ათეულობითაა გახსნილი. აქ ბავშვებს არასათანადოდ აჭმევენ, არ უწყობენ ხელს მათ სიარულს ქართულ სკოლებში, და დიდ დროს უთმობენ რელიგიურ და იდეოლოგიურ სწავლებებს. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროში დავაყენეთ საკითხი ლიცენზიის გარეშე მოქმედი ამ ბავშვთა სახლების კანონიერების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მივიღეთ.
პატივცემულო ბატონო გიორგი, ნება მოგვეცით დაგპატიჟოთ ჩვენი ოპერირების ქვეშ მყოფ ერთ–ერთ ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვებს ასწავლიან სერთიფიცირებული აღმზრდელები და ისინი არა ნაკლებად უზრუნველყოფილნი არიან, ევროპულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით! ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ შესაბამისი და კანონიერი გადაწყვეტილება. ჩვენ კი ჩვენი მხრივ მოგცემთ გარანტიას, დამატებით მინიმუმ 10 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გახსნაზე, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის რეგიონში.
პატივისცემით
საქველმოქმედო ფონდის
„სოციალური პარტნიორობის“
დირექტორი
ანდრეი კურსკი
კომენტარი