19 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს
დიდმარხვის მესამე კვირას, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.
დიდმარხვის შემდეგი კვირა წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისთვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
კომენტარი