მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამძიმდა
"მეგობრებო გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი და გულთან ახლოს მიიტანოთ, ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ, ყველამ გაიგეთ საზარელი ავარიის ამბავი სადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, გადარჩნენ მორაგბეები და ერთ-ერთის მეუღლე, თუმცა მათი მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოდ ესაჭიროებათ გადაფრენა თურქეთში, დაიდება ანგარიშის ნომერი, გთხოვთ გააზიაროთ და დავეხმაროდ რითიც შეგვიძლია, იმედია ჯანდაცვის სამინისტრო, მერია და კეთილი ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ მათ გადასარჩენად", - წერს სოციალურ ქსელში ნინო სუთიძე.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "ნისან ტიდა"-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში "იქს-5"-ში მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დახმარების მსურველებმა იხილეთ ფოტოები, რომლებზეც მითითებულია ინფორმაცია.
კომენტარი