სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი ჟანა ფრისკეს გლოვობს, მისი ქმარი კი ბულგარეთიდან თავს იმართლებს

საზოგადოება ჟანა ფრისკეს ქმარს, დიმიტრი შპელევს ცოლის სიკვდილამდე 2 დღით ადრე მიტოვების გამო აკრიტიკებს. ხალხის აღშფოთება გამოიწვია ექიმების მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ შპელევი ჟანას უფასოდ მკურნალობას ითხოვდა, მაშინ როდესაც რუსეთის პირველმა არხმა საქველმოქმედო ღონისძიებით მომღერალს 68 მილიონი რუბლი შეუგროვა სამკურნალოდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბულგარეთის ქალაქ ბურგასის აეროპორტიდან მოსკოვში გამოფრენამდე კომენტარი გააკეთა თავად შპელევმა. ტელეწამყვანი ცოლის მიტოვების ფაქტს უარყოფს და აცხადებს რომ მოსკოვი შვილის დასასვენებლად წაყვანის მიზნით დატოვა. მისივე თქმით სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟანას სიკვდილის მოახლოების შესახებ ექიმებმა შპელევი გააფრთხილეს.

რაც შეეხება ექიმების განცხადებას, შპელევის მიერ უფასო მკურნალობისა და მედიკამენტების მოთხოვნის შესახებ, ტელეწამყვანი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გასამართლებელი არაფერი აქვს, რადგან ფინანსურ საკითხებს ჟანას მამა აკონტროლებდა და ქველმოქმედებიდან შემოსული თანხიდან დარჩენილი ფულიც სწორედ მის სიმამრს აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100