სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კორუფციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2014 წლის 05 ოქტომბრიდან, მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის (ვ.გ.) ზეპირი შეტყობინება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის (რ.გ) მხრიდან ქრთამის მოთხოვნის შესახებ.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ მოქალაქებმა (ვ.გ.-მ, რ.ბ.-მ) გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნულის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირება. ამისათვის, 2014 წლის 24 სექტემბერს, მოქალაქე (ვ.გ.) დაუკავშირდა მის ნაცნობს - ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს (რ.გ.-ს) და სთხოვა დახმარება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით დაყოფასა და რეგისტრაციაში. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს (ვ.გ-ს) მოსთხოვა 650 ლარის გადახდა.

2014 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნაკვეთის დაყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა (რ.გ.-მ) მოქალაქისგან (ვ.გ-სგან) რეგისტრაციის დაჩქარებული წესით (5 სამუშაო დღის ნაცვლად 3 დღეში) დასრულების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 650 ლარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100