„დომინოს“ პიცერიაში ნასვამი წყვილი ყველას თვალწინ სექსით დაკავდა (+18)
ინგლისელმა წყვილმა, 31 წლის კრეიგ სმიტმა და 29 წლის დანიელამ სასამართლოსგან სასჯელად 23 კვირიანი კომენდანტის საათი მიიღეს. მათი დანაშაული კი საჯარო ადგილში ინტიმური ურთიერთობით დაკავება იყო. 2017 წლის თებერვალში ნასვამი წყვილი „დომინოს“ პიცერიაში შევიდა და სანამ მათი შეკვეთა გამზადდებოდა, დრო „უქმად არ დაკარგეს“. ისინი პიცერიის თანამშრომლების თვალწინ სექსით დაკავდნენ, სათვალთვალო კამერამ კი მთლიანი პროცესის გადაღება შეძლო.
18 წუთიანი ჩანაწერი მალევე გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით, რის გამოც მათ წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის განჩინების თანახმად, წყვილს 23 კვირის განმავლობაში საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალება.
კომენტარი