ჯონ მაკკეინმა პუტინის კრიტიკას საკუთარ მიკრობლოგზე უპასუხა
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის კრიტიკას საკუთარ მიკრობლოგზე უპასუხა.
როგორც "გაზეტა.რუ" იუწყება, მაკკეინმა დაწერა: "ძვირფასო ვლად, ნუთუ ეს ის არ არის, რაზეც მე გეუბნებოდი?". ამასთან, მან Huffongton Post-ის სტატიის ლინკი მიუთითა სათაურით "პუტინი მომიტინგეებს დასცინის და ჯონ მაკკეინს გიჟს უწოდებს".
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის მუქარა არა პირადად მისკენ, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.
გადაცემაში "პირდაპირი დიალოგი ვლადიმერ პუტინთან" მან ისიც აღნიშნა, რომ "მაკკეინის ადგილზე ნებისმიერ ადამიანს სახურავი დაუცურდებოდა".
"საერთოდ, ეს ჩემს მიმართ ნათქვამი არ არის. ეს ნათქვამია რუსეთთან მიმართებაში. დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ბირთვული პოტენციალის ამ დრომდე ეშინიათ. ბატონი მაკკეინი, როგორც ცნობილია, ვიეტნამში იბრძოდა და ხელები მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლში აქვს გასვრილი. მას ძალიან მოსწონს და ალბათ, ცხოვრება აღარ შეუძლია იმ ამაზრზენი სცენების გარეშე, როდესაც ეკრანზე მთელს მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ კლავენ კადაფის და ყველგან სისხლია. ეს არის დემოკრატია?!", - განაცხადა პუტინმა.
კომენტარი