სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯის“ განცხადება გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებთან“ დაკავშირებით

2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი და ნათელი იყო თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო მთელი გადაცემა. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამნსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უარის მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ მონაწილეობის მიღება იმ სიცრუეში, რომელსაც „განსხვავებული აქცენტების“ 28 თებერვლის გადაცემა წარმოადგენს და არა ის, რაც ეკა კვესიტაძემ განაცხადა დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში, თითქოს კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მობილიზება მის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100