სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ საყვედურობენ კორკოტა და მისი პროდიუსერი კულტურის სამინისტროს?

“2 მაის ვიღებთ მონაწილეობას NEW ORLEANS JAZZ ფესტივალზე!!! სადაც ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებენ ცნობილი მუსიკოსები GEORGE BENSON!!!JOHN MAYER!!! BILLY JOEL!!! JILL SCOT!!! EARTH,WIND AND FIRE, B.B KING, GIPSY KINGS, MAROON 5!!! საქართელო პირველად მიიღებს მონაწილეობას ესეთ მაგარ ფესტივალზე!!

მაგრამ სამწუხაროდ ყურადღებას არ აქცევს ამ თემას კულტურის სამინისტრო რაც ძალინ უცნაურია!საქართველოს სახელით გამოვდივართ და ეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია!არასდროს არ ჩავრეულვარ პოლიტიკაში და პოლიტიკური სტატუსები არ დამიწერია !!! დარწმუნებული ვარ იურმალაზე ან მსგავს დაბალი დონის კონკურსზე რო მივდიოდე უფრო მეტად მოგვაცევდნენ ყურადღებას!!!დიდი მადლობა იმ ხალხს ვინც გვერდზე გვიდგას!!!!“ -სალომე კორკოტაშვილის მიერ ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ droni.ge მის პროდუსერს, გეგა ჯაფარიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრა.

რატომ არ გამოიჩინა კულტურის სამინისტრომ ყურადღება და რა გახდა მათი მხრიდან, ფესტივალის მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზი?

არ ვიცით რატომ არ მოგვაქციეს ყურადღება. ეტყობა კულტურის სამინისტროს ახლა სხვა მიზნები აქვს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საქართველოს სახელით გამოვდივართ. გამოვდივართ ფესტივალზე, რომელსაც ნახევრმილიონზე მეტი აუდიტორია ესწრება და მსოფლიოს ცნობილი მონაწილეები იღებენ მასში მონაწილეობას. ეს რომ ყოფილიყო „იურმალა“ ან სხვა პოლიტიკურად დატვირთული ფესტივალები ალბათ გაცილებით დიდ ყურადღებას მოგვაქცევდნენ. დღეს კი არანაირი გამოხმაურება არ არის სამინისტროს მხრიდან და ვეძებთ სპონსორს კერძო სფეროში.

სამინისტროს მიერ ფესტივალის მიმართ უყურადღებობა იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ თავად სალომე კორკოტაშვილის „დაბლოკვა“ ხდება?

არამგონია სალომეს „დაბლოკვა“ ხდებოდეს, უბრალოდ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დღევანდელმა კულტურის სამინისტრომ მიზანი შეცვალა, ვერ ხედავენ ისინი ამ ფესტივალის პრიორიტეტს და ალბათ არ იციან რას ნიშნავს ეს ფესტივალი საქართველოსთვის. თუმცა იმედი მაქვს ბოლოს სამინისტრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხვდება თუ რას ნიშნავს ეს ფესტივალი საქართველოსთვის და გვერდში დაგვიდგება.

როგორია ჯგუფში შემართება ფესტივალისთვის, როცა არ გყავთ სპონსორი?

მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, შემართება არ გვაკლია. სულ, რომ ჩვენი ნივთების გაყიდვა დაგვჭირდეს მაინც წავალთ ამ ფესტივალზე და საქართველოს სახელს მაინც ღირსეულად გავიტანთ.

შერჩეულია თუ არა რეპერტუარი და რამდენი სიმღერით წარსდგება სალომე ფესტივალზე?

ყველაფერი შერჩეულია, ვმუშაობთ და თავს არ ვზოგავთ. რაც შეეხება სიმღერებს, დაახლოებით იქნება საათნახევრიანი რეპერტუარი, სადაც 10-12 სიმღერა შევა და ყველა იქნება ინგლისურენოვანი, რადგან ეს საერთაშორისო კონკურსია და ასეთი წესები მოქმედებს.

 

 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100